ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ - ისინი ტარიფის გაზრდას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ტარიფების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბათუმის მერიამ ან სამგზავრო ტარიფი უნდა გააძვიროს ან სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ.

მძღოლების თქმით, გაძვირდა საწვავი, პანდემიის გამო კი თითქმის ერთი წელი სახლში სხედან. სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებას სთხოვენ მერიას და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია დღეს, გარკვეული რაოდენობის სამარშრუტო ხაზების, რომლებსაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაჰპირდნენ ტარიფების ცვლილებას. წინა მერი ისე წავიდა, რომ ამ ხალხს არ დაეხმარა, მოქმედმა მერმა პირველი მარტივისთის დადო დაპირება, მაგრამ ეს ცვლილებები არ გატარდა", - ამბობს აქციის მონაწილე.

თუკი მათი პრობლემები არ მოგვარდება სამსახურში გასვლას ისინი ხვალაც, 3 მარტსაც არ აპირებენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი