
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები ისევ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ.
შეხვედრიდან გამოსულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "თუ ღარიბაშვილს, ივანიშვილსა და მისთანებს წარმოუდგენიათ ისეთი ოპოზიცია, როგორიც უზით პარლამენტში - "ჩმორი", მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, მაგრამ თუ უნდათ რეალურად სიტუაციის განმუხტვა და დაძლევა, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე".
მისივე თქმით, ჯერჯერობით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული ყველა აქცია ძალაში რჩება, თუმცა თუ "ოცნებასთან" დიალოგი დაიწყება, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის უახლოესი გეგმები ასეთია: