
"შეშფოთდით უკვე უმაქნისებო"?! - ამ შინაარსის წარწერებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები საგარეო უწყებასთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
საუბარია გენადი ბესტაევისთვის გამოტანილ "განაჩენზე".
სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ბედავს, სწორედ "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
გენადი ბესტაევს ე.წ. სასამართლომ დღეს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

