გორში "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის მთავარი ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც შენობა თანამშრომლებმა დატოვეს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ჩამსხვრეულია შენობის მინები. წინასწარი ინფორმაციით, დარბეულია ოფისის შიდა სივრცეც.
ეს უკვე მეექვსე ფაქტია ოფისზე თავდასხმის 2012 წლიდან!" - წერს პარტიის წევრი ბადრი ბასიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე .
ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.