
რა შეიცვალა ერთ ღამეში? - ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პოლიტიკური ტრიუკი ირაკლი ღარიბაშვილის შესრულებით. ათონელის რეზიდენციაში გამართული ისტორიული მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა ჩვეული სახე დაიბრუნა და ოპონენტებთან, ულტიმატუმის ენით ურთიერთობის ფორმატს დაუბრუნდა.
რამდენიმე საათში რადიკალურად შეცლილი რიტორიკის მიღმა მარტივად იკითხება რა მოხდა მოლაპარაკებების შემდეგ. ღარიბაშვილს, რომელიც ივანიშვილმა სათარიგო სკამიდან პრემიერის სავარძელში საგანგებოდ და მისთვის საჭირო დროს დააბრუნა თვითშემოქმედება არ აპატია და შეახსენა - ვინ არის უფროსი.