ღარიბაშვილის "წითელი ხაზები" - პრემიერმა 24 საათში პოზიცია შეიცვალა

გამოქვეყნდა:

პატრიარქთან 40 წუთიანი აუდიენციის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი მედიასთან საგანგებოდ გამოვიდა, დაუბრუნდა უმწვავეს რიტორიკას ოპონენტების მიმართ და დაივიწყა ყველა ის გზავნილი, რასაც პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დაპირდა. 

იქამდე, გუშინ მხოლოდ რამდენიმე საათით, საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის განსხვავებული პოზიცია მოისმინა. როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციაზე საჯაროდ გამოაცხადა რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად იყო. 

რა შეიცვალა 12 საათში და რა მოხდა გუშინ ღამით? ოპონენტების ვარაუდით ინსტრუქციები არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისგან  წამოვიდა.

მოლაპარაკების მაგიდაზე კი 6 პუნქტიანი გეგმა წარდგენილია, სადაც ცალ-ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და  ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. 

შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს ორკვირიანი ვადა მისცა. ბრიუსელში ღარიბაშვილმა კონკრეტული შედეგები უნდა ჩაიტანოს. 

ოცნებას, რომ სპეკულაციებისთვის რომ სივრცე არ დარჩეს, ოპოზიციამ დაგეგმილი აქციები ძალაში დატოვა, თუმცა პიკეტირების გარეშე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი