სუს-ი კალაძის წინააღმდეგ - აუდიტი საჯარო ბაგა-ბაღებს ამოწმებს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება კახა კალაძის წინააღმდეგ ღია ბრძოლას იწყებს. აშკარად თვალშისაცემი გახდა სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კალაძისა და ქართული ოცნების ლიდერების პოზიციებს შორის სხვაობაც.  პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ დედაქალაქის მერის სურვილზე გადადგეს პოსტიდან.

კალაძემ დღეს მის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.

ბოლო  დღეების განმავლობაში კალაძის უწყებაში მომუშავე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

აუდიტის სამსახური ამჯერად თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ამოწმებს. ბაღების დირექტორებმა შემოწმების შესახებ შეტყობინება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. თბილისის ექვსი ბაღიდან  ბოლო 3 წლის დოკუმენტაციაა გამოთხოვილი. 

შესამოწმებელი ექვსი ბაგა-ბაღის სიაში ერთ-ერთი ქართული ოცნების ახალბედა დეპუტატ შალვა პაპუაშვილის სიდედრის ბაღია. 

თავად ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ფაქტს უბრალო დამთხვევად აფასებს და თვლის, რომ აუდიტის მიერ ფინანსური დარღვევების ძებნა მისივე ოჯახის წევრის სამსახურში  ბუნებრივი მოვლენაა. 

ხელისუფლების ოპონენტები კალაძისა და ლილუაშვილის დაპირისპირებაზე უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უწყებები ერთმანეთს დაუფარავად უპირისპირდებიან და ერთმანეთზე კომპრომატების შეგროვებას გამალებით ცდილობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი