ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორც დაანახეს ხალხს - ამბობს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელმაც სხვა ბრალდებულებთან ერთად, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
ჩიქოვანი ამბობს, რომ პროკურატურამ საქმე ვერ გამოიძია და უდანაშაულო ადამიანებს წაუყენა ბრალი:
ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორც დაანახეს ხალხს...სოც. ქსელებში მიდიოდა საუბრები, გინებები, წყევლები...ოჯახებს გვიწყევლიდნენ, ჩვენ თვითონაც გვწყევლიდნენ. იმიტომ რომ საქმე ვერ გამოიძიეს, ამის გამო ადგნენ, უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს" მიმართა ჩიქოვანმა სასამართლოს.
შეგახსენებთ, საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა როდის გამოაცხადებს 5 ბრალდებულისთვის განაჩენს, ჯერჯერობით უცნობია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
ამავე თემაზე: