მიხეილ სააკაშვილი უკარაინში უმაღლესი პოლიტიკურ თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. საქარველოს მესამე პრეზიდენტს დენის შმიგალის მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, უკრაინის ვიცე–პრემიერის პოსტს ჩააბარებენ და მთავრობაში რეფორმების პროცესს უხელმძღვანელებს.
ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს რამდენიმე საინფორმაციო სააგნეტომ ვოლოდირმერ ზელენსკის პარტიის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, პრეზიდენტი დასამტკიცებლად უკრაინის რადას წარუდგენს.
ვიცე–პრემიერის პოსტზე, კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს დეპუტატები კენჭისყრით დაამტკიცებენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რადაში წარდგება და საკუთარ გეგმას გააცნობს უმრავლესობის წარმომადგენლებს.