ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ქართულმა ონცებამ" პოზიციები რამდენიმე საათში შეცვალა. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, და რომ ეს "ოცნებისთვის" წითელი ხაზია, ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც უარს ამბობს.
ოპოზიცია რამდენიმე საათში ამ საკითხების განსახილველად კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა როგორ იცვლის "ქართული ოცნება" პოზიციებს.
"თქვენ იცით, რომ ოპოზიციას აქვს დაგეგმილი სხვადასხვა საპროტესტო აქციები, ჩვენ ვიმსჯელეთ და შევათანხმეთ, რომ გადავხედოთ ფორმებს ამ აქციების, სწორედ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მედიაციის პროცესის წინ წასვლას", - თქვა ენმ-ს წვერმა, სალომე სამადაშვილმა.
"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიანც იძულებული იქნება მოლაპარაკების გზას დაადგეს.
"არ ვიცი თუ ევროკავშირსაც და ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც თუ "გადააგდებს" ღარიბაშვილი და ქართული ოცნება, მაშინ იმაზე ადრე წავლენ ხელისუფლებიდან, ვიდრე ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს, 3 მარტს, 2 საათზე დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.