თუკი ოცნებამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ევროპის "გადაგდება", რეაქციები იქნება ძალიან მკვეთრი, მიღებული ზომები კი :"ოცნების" გარდა, ქვეყანასაც დააზარალებს.
სულ რაღაც 10 დღეა დარჩენილი ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხოდმამდე ბრიუსელში, სადაც საქართველოს ელოდებიან. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საკმაოდ კონკრეტული მინიშნება გააკეთა, რომ იქ ჩამოსვლამდე ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სიტუაციის განმუხტვისთვის.
ჯარ ისევ არ ცხრება მკაცრი გამოხმაურებები და მოწოდებები დასავლეთიდან, მაგალითად, საერთაშორისო ამერიკულინ სტრატეგიული ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი ვაშინგტონს მოუწოდებს, უფრო აქტიური გახდეს საქართველოსთან მიმართებაში.
მივესალმები მიშელის ძალისხმევას, გაუწიოს მონიტორინგი პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ნიკა მელია.
მართალია, აშშ არ არის სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, მაგრამ ის უნდა იყოს ძალა სამხრეთ კავკასიაში. ვაშინგტონმა არ უნდა გადაულოცოს საქართველო ბრიუსელს, რადგან აშშ-ის ლიდერობა საქართველოსთვისაა აუცილებელი, - ნერს ფეისბუქზე ლუკ კოფი.
ყველაფერი მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, ექვსპუნქტიანი ჩარჩო-შეთანხმება უკვე მზად არის და ბრიუსელშიც, სავარაუდოდ, საუბარი სწორედ ამ ექვს პუნქტზე იქნება.