გორში ენმ-ს ოფისი მეექვსედ დაარბიეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულები - კახნიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის დარბევაში მონაწილე ექვსი პირიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხია დაკავებული. პარტიის წევრების განცხადებით, დარბევა მათ აქტიურობას უკავშირდება და დარბევაში მონაწილე პირები სახელმწიფოსგან არიან წახალისებულები.

"დაზიანდა მინები, იატაკი, დაფა, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით წაიღო. დაზიანებულია ასევე ინვენტარი. კამერის ჩანაწერებშიც ჩანს, რომ დიდ ქვებს ესროდნენ და ამტვრევდნენ. პირველი არაა ეს, მოგეხსენებად უკვე მეექვსედ დაარბიეს ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისი. წახალისებულები არიან ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რეზო კახნიაშვილი. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ბადი ბასიშვილი ოფისის დარბევას გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ხოჯევანიშვილს უკავშირებს. ბასიშვილი ამბობს, რომ ამ ჯგუფს ასევე მფარველობენ სუს-ის რეგიონალური უფროსი ოთარ ნონიკაშვილი და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ილია კვაღინაძე.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან - გიორგი ბადაშვილი და გიორგი კალატოზიშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა "ოცნების" აქტივისტი და გორის კულტურის აიპის თანამშრომელი ფარნა მახუხაშვილიც. მან "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნული უარყო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი