გერმანიაში სამუშაოდ წასულებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური დახმარება აღარ მიეცემათ

გამოქვეყნდა:

გერმანიაში წახვალთ, მაგრამ თუ უკან დაბრუნდებით და სოციალურად დაუცველი ხართ, დახმარებას მოგიხსნიან - ასეთია ქართული ოცნების ლოგიკა. 

70.000 ადამიანია რეგისტრირებული ამ დროისთვის და ეს ის ხალხია, ვისაც გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, სამუშაოდ წასვლა სურს - მაქსიმუმ, იქ სამ თვეს თუ დარჩებიან - სეზონური სამუშაოები, თითქმის ყველგან ევროპაში, სწორედ ამ პერიოდში სრულდება. 

და თუ ამის შემდეგ სამშობლოში გადაწყვეტენ დაბრუნებას, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სოცდაუცველის სტატუსი ჰქონდათ, დახმარებას აღარ მისცემენ.

შეგახსენებთ, საქართველომ მხოლოდ 500 ადამიანზე მისცა დაშვება გერმანიას, ლეგალურად დასაქმები საიტზე დასარეგისტრირებლად. აქვე გეტყვით, რომ გერმანიაში ერთ სამუშაო ადგილზე 140 მსურველი მოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი