მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ანტიკორუფციული გეგმით და პროგრამით უკრაინის რადაში პარასკევს მივა. ვოლოდიმერ ზელენსკის უკრაინის პრემიერმა უკვე წარუდგინა ვიცე–პრემერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა.
პრეზიდენტის წერილს პარლამენტი უკვე ხვალ მიიღებს. 24 აპრილს ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ რადამ საააკშვილის კანდიდატურა უნდა განიხილოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს რეფორმები უნდა ჩააბაროს.
უკრაინის ახალგაზრდა ლიდერის შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივია თითქმის 43 მილიონიან ქვეყანაში რეფორმების გუნდს უხელმძღვანელოს და უკრაინის მთავრობაში იმუშაოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სკუთარ სამოქმედო გეგმას რადას ოთხივე ფრაქციას წარუდგენს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი 249 წევრიანი ჯგუფი ზელენსკის პოლიტიკურ ძალას "ხალხის მსახურს " ყავს.
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პორშენკოს ფრაქციასაც შეხვდება და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა, უკრაინის რეფომირების საკუტარ პროექტს ახალი პოზიციიდან წარუდგენს.
თითქმის ერთი წლის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, მის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, რომ მას ვოლოდიმერ ზელენსკი მაღალ თანამდებობას შესთავაზებდა, სააკაშვილის თანაგუნდელებისა და თანამოაზრეებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი ურაინაში 2019 წლის 29 მაიის დაბრუნდა, ის ბორისპოლის აეროპორტში პოლონეთიდან დაბუნდა.