როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი - ოპოზიცია გეგმაზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია საათზე მეტია კონსულტაციებს მართავს და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. ლიდერები ამბობენ, რომ მათი ქმედებები დიალოგს ხელს არ შეუშლის და მოლაპარაკება ექვსივე პუნქტზე უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ეს პუნქტები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ შედგა.

"ვცდილობთ ყველაფერს, რომ მოლაპარაკებები შედგეს და ის 6-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება რომელიც დატოვა ბატონმა მიშელმა და დათქმა არის 2-კვირიანი, ამ შეთანხმების ყველა პუნქტზე იყოს მიღწეული შეთანხმება. ნიკა მელიას გათვისუფლება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ გიროგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და რიგგარეშ ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა შეთანხმების მიღწევამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

"როცა ნიკა მელია იქნება იმ მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი, მანამდე დიალოგი არ იქნება სრულყოფილი. ნიკა მელია არ არის მარტო კლასიკურად პოლიტიპატიმარი და პოლიტდევნილი, ის არის პირდაპირ რომ ვთქვათ მოტაცებული, მსხვერპლია, ორი მოწვევის პარლამენტი, ქართული ოცნება ებრძვის მელიას", - თქვა "ტრიბუნას" თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ. 

ოპოზიცია ამ წუთებშიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისშია შეკრებილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი