"საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ანგარიშში, გასულ წელს ისუტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხებია განხილული.
დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ე.წ. "კლანმა" საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო. "კლანმა", ასევე მოახერხა თავისი გავლენების გამყარება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე.
GDI-ის წარმომადგენელი, გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემის შესაცვლელად, არა ფრაგმენტული, არამედ ძირეული ცვლილებებია საჭირო.
"ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისა, რომ მოხდეს სასამართლოში ძირეული ცვლილებები და ეს არ იყოს ფრაგმენტული ცვლილებები და არ იყოს კიდევ ერთი მორიგი ტალღა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეიცავდეს, გარკვეულ წილად, რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს, საბოლოო ჯამში კლანს აქვს კარგად ადაპტირების უნარი და ასეთ ფრაგმენტულ ცვლილებებზე კარგად მორგების უნარი", - თქვა გვანცა წულუკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ისუტიციის არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა პროცესის შეჩერბას ითხოვს. მისი განცხადებით, კონკურსში საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავები მონაწილეობენ, შესარჩევ კომისიაში კი ასევე მასთნ ნათესაური კავშირის მქონე წევრები არიან.
ამას გარდა, დიმიტრი გვირტიშვილი, რომელც მოსამართლეობის კანდიდატია, შესარჩევი კონკურსის წევრიცაა და საკუთარ კონკურენტებსაც აფასებს.
ამავე თემაზე: