ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

ჯანეშავილმა ყურადღება გასაუბრების ორ მნიშვნელოვან ხარვეზზე გაამახვილა. მისი თქმით, დარღვეულია კანდიდატების მოსმენის ვადები და კანდიდატებს შორის გამოკვეთილია ინტერესთა კონფლიქტი. 

"არსებული სიტუაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია და ზოგადად სასამართლო სისტემაშია-ეს არის კლანური მმართველობა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები რგოლია და სასამართლო სისტემის სათავეშია. რა თქმა უნდა, ეს ვერ პასუხობს საერთაშშორისო სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფენ სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებას", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი განცხადებით, კონკურსში საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავები მონაწილეობენ, შესარჩევ კომისიაში კი ასევე მასთნ ნათესაური კავშირის მქონე წევრები არიან. 

ამას გარდა, დიმიტრი გვირტიშვილი, რომელც მოსამართლეობის კანდიდატია, შესარჩევი კონკურსის წევრიცაა და საკუთარ კონკურენტებსაც აფასებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი