ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასრულებამდე დაგეგმილი აქციების ნაწილის ფორმატი შეცვალა, ნაწილი კი სართოდ გადადო. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.
"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე ანდა ჩასალოს მოლაპარაკება, ოპოზიციამ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც იყო დაგეგმილი წინააღმდეგობის აქციები გადავდოთ, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკების პროცესის ვადა, რომელიც იქნა განსაზღვრული 16-მდე", - თქვა "სტარტეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
გადადებულია ხვალ, 4 მარტს დაგეგმილი მთავრობის კანცელარიის პიკეტი, ასევე, 13 მარტისთვის დაგეგმილი საერთო ოპოზიციური აქცია.
ოპოზიცია მოლაპარაკების შედეგებს დაელოდება.