არაფორმალური მმართველობა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და პოლიტიკური კრიზისი - ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა 

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობენ. სხდომა დისტანციურად იმართება და ვაშინგტონში შეკრებილ ანალიტიკოსებთან ერთად მასში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. სხდომას ასევე ესწრება ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის გზებია. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკურ პროცესებში მის გავლენებზე. "ქართული ოცნებიდან" შეხვედრას გიორგი ხელაშვილი დაესწრება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი