ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის სისხლიან გარჩევას ეპარქიის წინამძღოლი უარყოფს. მეუფე იობი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაში მეუფე იობიც მონაწილეობდა და ის მხარეების გაშველებას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე ოთხი სასულიერო პირი იმყოფებოდა.
მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მიმართულებით ისროლა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
„მთავარის“ ინფორმაციით, ავტომატიდან გასრულილი ტყვია კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის ეზოში მდგომ მანქანას მოხვდა.
დაზარალებული მომხდარს მთავარის კამერასთან უარყოფს. არქიმანდრიტი საბა ამტკიცებს, რომ მასსა და მონასტრის წინამძღოლს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა.
მომხადრის შესახებ არ საუბრობენ მონასტერში მყოფი სხვა სასულიერო პირებიც. „მთვარის“ ინფორმაციით, დამნაშავე წინამძღვარი გაქცეულია. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არც ადგილობრივ მამაებს სურთ საუბარი.
ყინწვისი მონასტერში გამოძახებულმა სამართლამდაცავებმა უკვე დაიწყეს გამოძიება 236-ე მუხლით - რაც რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„მთავარ არხს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ ხეობაში მეუფე იობი დიდი გავლენით სარგებლობს, გარჩევაში მონაწილე სავარაუდო დამნაშავე მამა დავითი კი სწორედ მეუფე იობის შვილობილია. ამ ფონზე ადგილობრივებს დამნაშავის დასჯის იმედი არ აქვთ.
სად არის გარჩევაში მონაწილე მამა დავითი, ან რა გახდა სასულიერო პირებს შორის კონფლიქტის მიზეზი ეს, ჯერჯერობით, უცნობია.