ოლიგარქიული მმართველობა, სასამართლო, პოლიტიკური საქმეები - Freedom house-ის რეიტინგი უარესდება

გამოქვეყნდა:

Freedom house-ის შეფასებით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, თუმცა 100 ქულიდან წელს მხოლოდ 60 მოიპოვა და ერთი ქულა გაუარესებული დემოკრატიის გამო დააკლდა.

კვლევა პოლიტიკური მმართველობის ყველა სფეროს ეხება, სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება კვლევის მთავარი ნაწილია.

"ფრიდომ ჰაუსი" ღიად საუბრობს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა არცევის წესის ხარვეზებზე. 

2021 წლის ანგარიშში მოხვდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და რუსთავი2-ის საქმეც. დასკვნაში წერია რომ ტელეკომპანია ივანიშვილის მთავრობასთან დაახლოებულ პირს დაუბრუნდა, რითიც დამოუკიდებელი მედიის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა.

მედიადამოუკიდებლობის კონტექსტშია განხილული "მთავარი არხის" ერთ ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პოლიტიკური პატიმრობის საკითხიც.

კვლევაში მოხვდა საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დარბევა, 20 ივნისის მოვლენები და არჩევნების შემდეგ ცესკოსთან წყლის ჭავლით მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა.

ორგანიზაციის ანგარიში ოლიგარქიული მმართველობის ნიშნებზეც საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის გავლენები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ დიდია, ხედავენ გავლენიანი ორგანიზაციის მკვლევარებიც.

დღეს ქართული ოცნების დეპუტატები ამბობდნენ რომ კვლევის შედეგებში ფაქტობრივი უზუსტობებია.

საქართველოს ბოლო 5 წელია Freedom house-ის კვლევაში მუდმივად გაუარესებული რეიტინგული ქულა აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი