ქუთაისის საკრებულომ და მერიამ ბიუჯეტიდან პანდემიურ პირობებში სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში ერთობლივად 97 510 ლარი დახარჯა, მერიის ავტოპარკისა და საწვავის ხარჯისათვის 151 000 ლარი გამოიყო, სამივლინებო ხარჯები კი დოკუმენტებში 100 000 ლარით განისაზღვრა.
ათასობით ლარი სტუმრების გამასპინძლებაში, მივლინებებსა და წვეულებებში სწორედ შეზღუდვების პირობებში დაიხარჯა. ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განმარტებები დღეს არ გააკეთა. ამბობს მხოლოდ იმას, რომ საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ამ შეკითხვას პასუხს "სხვა დროს გასცემს".