ზაურ დარგალმა ქალზე მოძალადე ნათესავი მარნეულის საკრებულოში დაასაქმა

გამოქვეყნდა:

ნეპოტიზმის მორიგი ფაქტი "ქართულ ოცნებაში". მმართველი პარტიის ოდიოზური რეგიონული ლიდერი მარნეულის საკრებულოში თავის ნათესავებს ასაქმებს. საუბარია ზაურ დარგალზე, რომელიც არ ერიდება საკუთარი გავლენების გამოყენებას და ადგილობრივ თვითმმართველობაში საეჭვო კრიმინალური წარსულის კადრებს ასაქმებს.

ვუგარ გადიმოვთან ნათესაური კავშირების უარყოფა ოჯახს მას შემდეგ მოუხდა, რაც "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ ის მარნეულის საკრებულოში, თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. პარლამენტის დეპუტატის, ზაურ დარგალის ახლო ნათესავმა, გადიმოვმა, საკრებულოში დაკავებული თანამდებობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, თუმცა, ინფორმაცია მალევე წაშალა. მიზეზი ნათესაურ კავშრებთან ერთად გადიმოვის წარსულია. 

ის ქალის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზეა ნასამართლევი. ოჯახი "მთავარ არხთან" საუბარში გადიმოვთან კავშირს ჯერ უარყოფდა, შემდეგ კი ნათესაობა დაადასტურა, თუმცა საკრებულოში დაკავებული თანამდებობის შესახებ საუბარი არ ისურვა. 

რეპორტაჟი: "ნეპოტიზმი მარნეულში" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი