დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა რომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლონ, ასე ეხმაურება:
„თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ"- ამბობს პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.
ჩივილსაც არ გამოვრიცხავ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "კოვაქს" პლატფორმის განცხადების საპასუხოდ, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში ვერ მიიღო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.