მთავრობის სხდომაზე, განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაკეთა, თუმცა, პოლიტიკური კრიზისი და დასავლეთის კრიტიკული განცხადებები მის მიერ დასახელებულ საკითხებში არ მოხვდა.
პრემიერმა გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და მთავრობის სხდომაზე დღეს დასამტკიცებელი სახელმწიფო კომისიის სამომავლო მუშაობაზე გააკეთა აქცენტი, რომელმაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონიმიკურ განვითარებაზე უნდა იმუშაოს.
ეკონომიკური მდგომარეობა და სიდუხჭირე ჩვენი მოსახლეობის მტკივნეული ნაწილია, ამიტომ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა დავხარჯოთ ძალისხმევა და არა არაფრისმომტან, უსაგნო პოლიტიკურ დისკუსიებში, - აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნამოხვანჰესისა და ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრებენ.