ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - ღარიბაშვილის თხოვნით მინისტრები ნამახვანში ჩავლენ

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილს რიონის ხეობასი ჩასვლა და ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან პირადად კომუნიკაცია სთხოვა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

"მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით შექმნილ მოსახლეობის წუხილს, მათ მიერ გამოთქმულ წუხილს რომელიც ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდა და კითხვები ბუნებრივია არსებობს და ყველა კითხვას უნდა გეცეს შესაბამისი, დასაბუთებული, პროფესიუნალური პასუხი. მე ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხირდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნაავს და ბატონ დავითაშვილს რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად და დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან ასევე მინისტრებს სთხოვა შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები დაიწყონ და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი