პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციამ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა.
"საუბარი მუდმივად მიმდინარეობს, პარტიის შიგნით სხვადასხვა ფორმატით, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო რაც გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც შეხვედრის დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეოაბას, არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ, თუ რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე", - თქვა გირგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, შარლ მიშელმა ოპოზიციას მოუწოდა კონსტრუქციულობისკენ და დათქვა 2-კვირიანი ვადა, რომ პროგრესს მიაღწიონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. ხელაშვილის ვარაუდით, პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.