კრიზისი მარნეულში და „ჯიბე“ ბაზრის მონოპოლისტად – ოპოზიციაში კომპანიის მენეჯერების ივანიშვილსა და მთავრობასთან კავშირზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

კარანტინის ზონად ქცეული მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქუჩაში დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდა. ადგილობრივების უკმაყოფილება სადისტრიბუციო კომპანიის მიერ შეთავაზებულმა ფასმა გამოიწვია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავად რეგიონიდან ვერ გადიან და ვერ ყიდიან მოსავალს. სხვა გზა არ აქვთ და ბოსტენული ადგილზე იაფად უნდა გაყიდონ.

კომპანია „ჯიბე“ ერთად-ერთი მსხვილი დისტრიბუტორია, რომელიც საგანგებო რეჟიმის დროს დაკეტილ მუნიციპალიტეტში შედის. კონკურენციის არ არსებობის გამო ადგილობრივები იძლებული არიან მას იმ ფასად მიყიდონ, რასაც „ჯიბე“ სთავაზობს, თუმცა ფიქრობენ, რომ ის თვითღირებულებაზე დაბალია.

კომპანია ,,ჯიბეს'' ოპოზიცია მონოპოლიაში ადანაშაულებს. საბითუმო სავაჭრო ცენტრს ორი დამფუძნებელი ჰყავს. ერთი 20 პროცენტის მფლობელი „ პონტოპ ჰოლდინგია“. მისი დირექტორი გიორგი ბერიანიძე კი „ქართული ოცნების“ შემომწირველი. წილის 80 პროცენტი „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას“ ეკუთვნის. მისი დამფუძნებელი კომპანია კი ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. დოკუმენტების მიხედვით, მისი წარმომადგენელი საქართველოში თამთა ივანიშვილია. ეს არის ის დეტალები, რაც ოპონენტებს ბევრ კითხვას უჩენს.

თავად „ჯიბეს“ ამჟამინდელი დირექტორი ხელისუფელბასთან კავშირს გამორიცხავს. მათ შორის ივანიშვილთანაც.

„ჯიბე“ ამ დრომდე რჩება ერთადერთ ყველაზე მსხვილ შემსყიდველ კომპანიად, რომლის გამოჩენასაც ყოველდღე ასობით ოჯახი ელოდება მარნეულში. ვიდრე მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია და თავად ადგილობრივებს ვერ გამოაქვთ მოსავალი რეგიონიდან გასაყიდად, ისინი ამ კომპიანიაზე არიან დამოკიდებული, რა ფასად ან რამდენს შეიძინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი