საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დარწუმუნებულია ბიძინა ივანიშვილის ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწევს.
"თუ ის ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს წინ პირდაპირი მუქარა სანქციების, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, და მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი მაქსიმუმ კვირეების და პრინციპში დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე", - თქვა მიხეილ საკაშვილმა.
სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის პლებისციტს მხარს არ უჭერს და თვლის, რომ ამას "ქართული ოცნება" ხალხს თავსახვევს.