თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს - რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკის მოედნიდან დაძრული ავტოკოლონა რუსთავის ციხეში უკვე ჩავიდა. აქციის მონაწილეებმა ის ზუსტად ის ადგილი შეარჩიეს, რომელი მხრიდანაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელას საკანი ყველაზე ახლოსაა. 

აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, ისინი იმელიას შეძახილებითა და საქართველოს ჰინით ამხნევებენ. 

"დღეს არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დროს, ხელისუფლებას მინდა მივმართო, ახლა არის დრო, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და თუ გაქვთ რეალურად სურვილი, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგათ ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სწორედ ეს იქნება გზავნილი, არა მხოლოდ ჩვენთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის იმისა, რომ თქვენ ხართ მზად, რომ ჩაერთოთ მოლაპარაკებებში", - თქვა ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

ადგილზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს, ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც.

ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყო, შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი პიკეტი და ფართომასშტაბიანი აქცია მათ სწორედ მოლაპარაკებების გამო გადადეს. ოპოზიცია ხელისუფლებას დროს აძლევს და მისგან მოლაპარაკების დასაწყებად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი