დაინფიცირებულ პაციენტს PCR ტესტმა სამჯერ კოვიდ-უარყოფითი უჩვენა – „მთავარმა“ რეფერალურ საავადმყოფოში დამალული შემთხვევის დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ 19– ის დადასტურებულ შემთხვევას საგულდაგულოდ მალავენ. „მთავარის“ ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი გუშინ გვიან ღამე შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.

მამაკაცი კლინიკაში კარდეოლოგიური ჩივილებით შევიდა და მალევე ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. საეჭვო სიმპტომების გამო  ჩაუტარდა ტესტი კოვიდ 19–ზე და პასუხი უარყოფითი იყო. გუშინ მას ტესტირება მესამედ ჩაუტარდა.

„მთავარის“ ინფორმაციით, ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი ინფორმაციას ვირუსის დადასტურების შესახებ უარყოფს თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ ტესტი ხშირად ცდება.

„მთავარმა“ იმ ტესტის პასუხი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც რეფერალურ საავადმყოფოში კარდიო შეტევით შეყვანილ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ჩვენი ინფორმაციით, მესამე ტესტირება ინფიცირებულს გენეტიკის ლაბორატორიამ ჩაუტარა. სწორედ მატი პასუხი აღმოჩნდა დადებითი.

ინფორმაციის გადამოწმება ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ვცადეთ. პირადი ინფორმაციის დაცვის მოტივით გიორგი ჩალაძემ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა ადასტურებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩატრებული ტესტების შემდეგ მათ ვირუსის არსებობაზე დადებითი პასუხები მიუღიათ. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პისიარ ტესტები, რომლითაც მანამდე პაციენტი ორჯერ შეამოწმეს, უვარგისია.

რა მახასიათებლები აქვს იმ ტესტებს, რომელსაც სახელმწიფო იყენებს, უცნობია. კონკრეტულ დეტალებს ჯანდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროვებს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ ეს არასწორი პროტოკოლით ნაწარმოები ტესტებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ცდომილება ძალიან დიდია. რა ხდება იმ დროს, როდესაც ტესტი ცდება პროტოკოლის მიხედვით, კი პაციენტი ორჯერ მოწმდება.

ორივე ჯერზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას სახლში უშვებენ. თუ გავიტვალისწინებთ ტესტების უვარგისობას, პასუხები ხშირ შემთხვევაში მცდარია. რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში კლინიკიდან ინფიცირებულ პაციენტებს უშვებენ, რამაც შესაძლოა კოვიდ 19–ის აფეთქება გამოიწვიოს. 

ამ დასკვნების და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ტესტების უხარისხობის გამო ეჭვის ქვეს შესაძლოა ბევრი გამოჯანმრთელებიული პაციენტის მდგომარეობა დადგეს. ისევე როგორც ეჭვის ქვეს არის პაციენტის მდგომარეობა, რომლეიც რეფერალურ ჰოსპიტალში წევს და რომელსაც გენეტიკის ლაბორატორიის მიერ კოვიდ 19 დაუდასტურდა. თუმცა ექიმები ამ მონაცემებს უარყოფენ. მეტიც, ინფიცირების შესახებ ინფორმირებული არ არის არც პაციენტი და არც მისი ოჯახის წევრები, ან მათაც მომხდარის დამალვა თხოვეს.

„მთავარის“ ინფორმაციით, რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფი ინფიცირებული პაციენტი ბოქსირებულ პალატაში არ წევს. მასთან თავისუფლად გადაადგილდება მედ პერსონალიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მათგანი უკვე დღეს კოვიდ 19–ით ინფიცირებული იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი