მდგომარეობიდან უნდათ გამომიყვანონ, ამ საქმეს ბოლომდე მივაწვები - თამაზაშვილი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, დღეს, 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვაზე დაბარება მოწმე, მარიამ შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან მიმოწერა ჰქონდა.

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძის და მისი შვილის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ასევე, უცნობია არის თუ არა მათი Facebook-ზე მიმოწერის ე.წ. სქრინები ნამდვილი.

"უნდათ, გამომიყვანონ მდგომარეობიდან, რომ შევეშვა ამ საქმეს. მეკითხებოდნენ, ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდაო. ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს",- თქვა თეონა თამაზაშვილმა. 

 23 წლის პორგარმისტის გარდაცველბის საქმეზე, პროკურტურამ გამოძიება უკვე დაასრულა, თუმცა მოწმეების დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე:

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. 

ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი