ძვირადღირებული საათები სამხედროებისთვის და თავდაცვის მინისტრის გატაცება მაჯის საათებით, რომელიც დეკლარაციაში არ არის ასახული

გამოქვეყნდა:

კორონა პანდემიამ, რომელმაც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში კორექტივები ვერ შეიტანა.

ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ 12 მარტს ყოველგვარი ტენდერის გარეშე ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საათების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. 183 ათას დოლარიანი კონტრაქტით ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას 500 ცალ მაჯის საათს ყიდულობს, რომლის საცალო ღირებულებაც  545 ლარია.

12 მარტის კონტრაქტით ირკვევა, რომ სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ მოდელს, საათებს საჩუქრებად გადასცემენ გამორჩეულ ქართველ სამხედროებს და სამინისტროს უცხოელ სტუმრებს.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებისა და ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული საათების კოლექციის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ ჩაატარა, ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი ფავორიტსა და მის მეუღლეს, წლების განმავლობაში 8 ისეთი საათი დაუგროვდათ,რომლის საერთო ღირებულებაც სულ მცირე, ნახევარი მილიონი ლარია.

ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ირაკლი ღარიბაშვილის კოლქციიდან, Patek Philippe grand-complication-ია, რომელიც ღარიბაშვილს 2014 წლის 4 ივნისის პრესკონფერენციაზე ეკეთა. მისი ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარია. 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროს საათი, ალიგატორის ტყავის სამაჯურით, შვეიცარიაშია დამზადებული.

„პატეკ ფილიპი“ მსოფლიო ბრენდების ხუთეულში შედის. სწორედ ამ ბრენდის საათს ატარებდნენ  პაბლო პიკასო, ჯონ ლენონი, ელისაბედ ტეილორი. პატეკ ფილიპის საათები ვლადიმერ პუტინსაც აქვს, თუმცა, როგორც „რადიო თავისუფლებამ“ გაარკვია, პუტინის საათები ღარიბაშვილის ამ მოდელზე რამდენიმე ათეული ათასი დოლარით იაფი ღირს.

ძვირადღირებული საათების კოლექცია ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარირებული არ აქვს.

თავდაცვის მინისტრის კოლექციაში, სავარაუდოდ, 2013 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროიდან შედის „როლექსიც“ - კონკრეტულად კი, „როლექს დეიტონა“, რომლის საბაზრო ფასი 30 ათას დოლარს აჭარბებს, რაც დღეს დაახლოებით 90 ათასი ლარია. თავდაცვის მინიტრის არც ეს საათი აქვს დეკლარირებული.

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ორი საათი აქვს მსოფლიო ხუთეულში შემავალი ცნობილი ბრენდის - ბრეგესგან, ერთი „ბრეგე კლასიკია“. მისი ფასი ონლაინ დაახლოებით 20 ათასი დოლარია, თბილისშიც იყიდება და 55 260 ლარი ღირს. მეორე კი „ბრეგე მარინია“.

ყოფილი პრემერსა და მოქმედი თავდაცვის მინისტრს, ცნობილი შვეიცარიული ბერნდი  IWC - იგივე შაფჰაუზენიც მოსწონს. ირაკლი ღარიბაშვილი შაფჰაუზენის პოპულარულ მოდელს ავიატორს ფლობს,  რომელიც შეზღუდული რაოდენობით არის გამოშვებული და სახელად პატარა პრინცი ჰქვია.

საკმაოდ საინტერესო და მდიდარი კოლექცია აქვს ირაკლი ღარიბაშვილის  მეუღლეს  ნუნუკა თამაზაშვილსაც.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს განმარატება მინისტრის არადეკლარიერბულ ქონებაზე არ გააკეთა, რაც შეეხება საათების შესყიდვას ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ცალკეული მედია საშუალებების მიერ საზოგადეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით არაზუსტი და დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ საათების შეკვეთის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, შესაბამისად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნული ვირუსი გამოცხადდა მსოფლიო პანდემიად, – წერია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის  დეკლარაციების მიხედვით მისი ქონება წლიდან წლამდე არ იცვლება, ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2019 წელს თავდაცვის მინიტრის ოჯახმა ბაკურიანში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც სახლს აშენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი