"აწარმოე საქართველოში" თანამდებობის პირებისთვის - TI კომპანიებს ასაჯაროებს და კორუფციაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის  მიხედვით, მესტიაში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან "აწარმოე საქართველოში" სუბსიდიას იღებენ. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

"მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური სუბსიდია მიიღო, რომლის ჯამური ოდენობაც 769,729 ლარია. სუბსიდირებული კომპანიების ნაწილი და მათი მფლობელები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მათ მიერ მიღებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 300,856 ლარი შეადგინა", - წერს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ 4 შპს შეისწავლა: სეტი, სასტუმრო უშბა, სანსეტი და ნიმერია.

  1. შპს "სეტი+" - ის მფლობელი "ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაშია. ის კომპანიის 33%-იან წილს ფლობს.
  2. შპს "სასტუმრო უშბა"-ს დირექტორი მესტიის, კაპიტონ ჟორჟოლიანის და, თეა ჟორჟოლიანია. გარდა ამისა, თეა ჟორჟოლიანი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს.
  3. შპს "სანსეტი"-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ქრისდინე ნაკანია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების” კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ნაკანის შვილია. ნაკანი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს. 
  4. შპს "ნიმერია"-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილი ლელა ჯაფარიძეა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

იხილეთ კვლავა სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი