
მე მგონი დილით რო გაიღვიძა "კოტ ლიაპოლდი" ნახა - ასე ეხმაურება გიგი უგულავა არჩილ თალკვაძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტს ოპოზიციის ნაწილიც შეცდომად თვლის.
უგულავას შეფასებით, თალაკვაძის განცხადება დროსა და სივრცეშია აცდენილი.
დაივიწყეთ ყველაფერი 31 ოქტომბრის შემდეგ"- დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც ციხეში ჩაყარეს? დავივიწყოთ შტურმი, რომელიც მოაწყვეს? რამაც ქვეყანა 10 თუ 20 წლით უკან დახია და ამ შტურმის პარალელურად კომენდანტის საათის დროს მათი ღრეობა დავივიწყოთ? მე მგონი დილით რო გაიღვიძა "კოტ ლიაპოლდი" ნახა, ამის გამოყოლილში არის და "კოტ ლიაპოლდის" ტონალობაში გადაწყვიტა საუბარი" ამბობს უგულავა.
ჩვენმა პარტნიორებმა და ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან თქვეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო - განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც"ატლანტიკური საბჭოს" ონლაინკონფერენციას გამოეხმაურა