
კვირას, 7 მარტს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარისა" და სხვადასხვა ტელევიზიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ამ საკითხზე Facebook-ზე თავად მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაპოსტა.