
6 მარტს, 15:00 საათზე დაგეგმილი აქცია "გაუქმდეს კომენდანტის საათი" არ ჩაშლილა. ცოტა ხნის წინ, Facebook-ღონისძიება გაუქმდა, რის შემდეგაც, "მთავარმა" ამის მიზეზი ორგანიზატორებში მოვიკითხეთ.
როგორც გაერთიანებულ საორგანიზაციო ჯგუფში გვითხრეს, "ივენთი" ერთ-ერთმა შემქმნელმა შემთხვევით გააუქმა და ის უახლოეს პერიოდში აღდგება.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია - გაუქმდეს კომენდანტის საათი" - ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა და ავტორები 1 მარტიდან გაუქმდეს კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ.