5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 5 მარტს, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაინიშნა. 

განსახილველ საკითხვებს შორის იქნება რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავს. ოთხივე მათგანს საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ედება ბრალად.

გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, რამაზ ბეღელურს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზაზა გახელაძეს ცხინავლის ე.წ სასამართლომ 12 წელი და 6 თვე შეუფარდა.

დაკავებულთა ოჯახები ხელისუფლებისგან კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.

"სუს-სიგან ვიგებთ ინფორმაციას, რომ ამოქმედებული აქვთ ყველანაირი ბერკეტი. საქმის კურსშია ისეთი ქვეყნები, რომლებიც აქამდე არც ერთ გატაცებულთან არ ყოფილან ჩართულნი. ჩემტან პირადად არ ადასტურებენ და ღიად არ ამბობენ, რა თემებზე მიდის შიგნით საუბარი. მაგრამ იმედს არ კარგავენ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დამთავრდება ეს ყველაფერი", - ამბობს, ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

რამაზ ბეღელურის დედის, ნორა ტერიშვილის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ერთი თვეა ბერელურის შესახებ არაფერი გაუგია.

"ისაა უკანონოდ დაკავებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ინსულტი ორჯერ აქვს გადატანილი. ერთი თვე გავიდა და ინფორმაცია არ მაქვს როგორაა. აუცილებელია, რომ დროულად გათავისუფლდეს", - თქვა ნორა ტერაშვილმა.

წინა შეხვედრა ერგნეთში 20 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ის დე ფაქტო ცხინვალის მიზეზით გადაიდო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი