ვფიქრობ, ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას - კაჭარავა ვახტანგ გომელაურზე

გამოქვეყნდა:

მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს, 5 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელუარი "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება. ის დეპუტატებს უწყების გეგმებს გააცნობს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით კაჭარავას შეფასებით, მინისტრი თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს.

"ძალიან კარგად, მე ვფიქრობ, რომ კარგად ასრულებს, მითუმეტეს ბევრი გამოწვევებია. პირადი პასუხისმგებლობა იმ პრობებში.[ესებუას საქმის] პირადი პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაში და ჩემთვისაც პირადად იყო, რომ ადამიანები არ დაშავებულიყვნენ, ადამიანები არ დაშავდნენ და დანარჩენი უკვე გამოძიების საქმეა და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ეს საქმეც დასრულდება", - თქვა მან. 

დეპუტატების უმეტესობამ თქვა, რომ ჯერ მინისტრს მოუსმენენ და კითხვებზე შემდეგ იფიქრებენ. 

"დღეს მე როგორც ქალი, ძალიან მაშფოთებს ის რაც ხდება ის რაც ხდება ოჯახური ძალადობის კუთხით, ქალებზე ძაალდობა, განსკაუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, ის რაც გორის სოფელში მოხდა, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ 13 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა, ქობულეთის ფაქტი. 

სართოდ ზოგადად დიდი სამინისტროა, მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წესრიგი და მე ამას მივესალმები", - თქვა რიმა ბერაძემ. 

სხდომა პარლამენტში 12 საათზე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი