სანქციები, რასაც "მთავარი არხი" ფიქრობთ და გიხარიათ, არ იქნება - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, უცხოელი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო სანქციები და რეზოლუციები არ იქნება. 

მისი აზრით, "მთავარ არხს" და რადიკალურ ოპოზიციას ეს სანქციები ახარებს.

"სანქციებს, რეზოლუციებს რასაც თქვენ ფიქრობთ ხოლმე, რომ იქნება და გიახარით, ეს არ იქნება, მთავარ არხზე მაქვს საუბარი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ესეთი შეფასებები ჩვენ ვნახეთ, მათ შორის კრიტიკულებიც და აბსოლიტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო, ჩვენი ქვეყანა ამ შეფასებებს, კრიტიკასაც და პასუხებიც გაეცა ყველა კითხვას", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მან ასევე გამორიცხა ქვეყანასთან მიმართებაში ნეგატიური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. 

"კანონის აღსრულებისათვის, იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრაკვ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ამისთვის ნანატრი სანქციები, რაზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, ესენი არ იქნება", - თქვა მან. 

ოპოზიცია კი პირიქით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკულ შეფასებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართევლოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართება. პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველო ევროპარლამენტის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი