შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი 9 მარტს, 15:00 საათზე გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე, ბიძინა სტურუა განაჩენს 9 მარტს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას  5 ბრალდებულს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს -  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

შეგახსენებთ, საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდათუმცა განაჩენი არ გამოუცხადებია. 2 მარტს, სხდომაზე, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი