"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პლებისციტის ჩატარება წარმოუდგენელია და ამ გზით არჩევნების ჩატარების საკითხი ვერ გაირკვევა.

"წარმოუდგენელია, ოპოზიციაში თავად არის განხეთქილება პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწებოდეს. წარმოუდგენელი ამბავია, ვირტუალურ კამათში შევიდნენ ესენი ერთმანეთთან და არა ჩვენთან. წარმოუდგენელია პლებისციტზე საუბარი, არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ეს არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტის საკითხს არ უნდა დათანხმდეს და ამას ბიძინა ივანიშვილისგან თავსმოხვეული უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი