"ევროპელი სოციალისტების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფარგლებში მოსმენისას 7 შეკითხვა დაუსვა.
"მივესალმები ბატონ მინისტრს. ეს სამინისტრო არის ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი ჩვენს მთავრობაში, რომლის თანამშრომლებს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. ასევე, ისინი პირველები ხვდებიან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.
ფრიდონ ინჯიას 7 შეკითხვა შეეხებოდა:
- წინა წლებში თაროზე შემოდებულ საქმეებს, იკლებს ის თუ მატულობს;
- იმ ადამიანებისთვის სასჯელის გამკაცრებას, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს;
- ფრიდონ ინჯიას ასევე აინტერესებს, ხომ არ იგეგმება კომენდანტის საათის შემცირება, იმ ადამიანებისთვის ვინც საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობს;
- ასევე, ხომ არ იგეგმება კანონის გამკაცრება მედიასაშუალებების მიმართ, მისი თქმით, მედიასაშუალებები სიძულვილის ენით ტირაჟირებენ და ინჯიას აინტერესებს, როგორ შეიძლება ამის შეჩერება;
- ინჯიას თქმით, ფონიჭალაში ნარკოტიკების მოხმარება-გასაღება ისეთი მაღალია, რომ "ლილოს ბაზრობა მოგაგონდება" და შესაბამისად აინტერესებს რა ნაბიჯებს გადადგამს სამინისტრო ამის აღსაკვეთად, იქნება თუ არა სპეცოპერაციები;
- როგორც ინჯია ამბობს, "საცობებმა წაიღო საქართველო", ის შს მინისტრს მიმართავს, ხომ არ შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 110 კმ/სთ გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე.
შეგახენებთ, რომ პარლამენტში შს მინისტრს ამ წუტებში უსმენენ.