
"ევროპელი სოციალისტების" წევრი, დავით ზილფიმიანი, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს, ასევე, ბოკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას "ნაცმოძრაობის კონგლომერატს" უწოდებს.
დეპუტატი გააღიზიანა აქტივისტების შეძახილებმა "მონა" და განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები "უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებას ასრულებენ, მისგან ფულს იღებენ.
"მეგობრებო, ახლა ყველამ შეგვიძლია ერთი პატარა ექსპერიმეტნი ჩავატაროთ, ეს შეიძლება იყოს ოპოზიცია, საპარლამენტო, შეიძლება იყოს პარლამენტის მომსახურე პერსონალი, თქვენი ასისტენტები მინისტრო, გადით ერთი წუთით ბალკონზე, მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, სხვადასხვა შეძახილებს, პროვოკაციებს, რომ უპასუხოთ.
ისინი არიან სახე დღევანდელი ნაცმოძრაობის კონგლომერატისა, მეორეს მხრივ, ისინი განასახიერებენ სრულად გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდ ნაწილს, მე პირადად ბევრს პატივს ვცემ. მაინტერესებს აქ რომ შემოვლენ როგორ ახსნიან იმას, რომ ისინი მათი სახეებიც არიან.
რაც შეეხება მათ შეძახილებს, მონობასთან დაკავშირებით, გასაგებია, ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებაც ასრულებს და მითუმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ ესენი ყველანი და ფულსაც მათგან იღებენ. ამიტომ მონები შეუძლიათ სხვაგან მოიკითხონ", - თქვა დავით ზილფიმიანმა.
დეპუტატს უკვირს, რომ მათგან პოლიცია 3 მეტრში დგას და არაფერს აკეთებს. მისივე განმარტებით, ის დასჯას არ ითხოვს, თუმცა გომელაურს ჰკითხა, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება.