მოვუწოდებთ "ოცნებას", უზრუნველყავით ვითარების დეესკალაცია - სამოქალაქო საზოგადოება

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი მმართველ პარტიას ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

მათივე განცხადებით, ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით არის შესაძლებელი. 

"დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი იმიტომ არსებობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა თავი. ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას არ ასახავს. შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა" ,- თქვა მწერალმა ლაშა ბუღაძემ. 

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯებს სთავაზობს.

"ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ  მმართველ პარტიას, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. აუცილებელია ამ პროცესში  ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა  და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთადყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც  მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს ამ დროისთვის 41 სუბიქეტი აწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი