წიწაკის სპრეის გამოყენება პოლიციას შეუძლია დახურულ სივრცეშიც და ღია სივრცეშიც - გომელაური

გამოქვეყნდა:

წიწაკის სპრეის გამოყენება შეუძლია პოლიციას დახურულ სივრცეშიც და ღია სივრცეშიც. შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს - აცხადებს შს მინისტრი ენმ-ს ოფისის შტურმთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

სახალხო დამცველის შეფასებით კი დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება

​ვახტანგ გომელაური გამოსვლა ერთპარტიულ პარლამენტში დასრულდა,. როგორც მან ჟურნალისტებს კომენტარის დროს უთხრა, პოლიციამ ამ დღეს მხოლოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა და სხვა ნივთიერება არ გაუშვიათ. რაც შეეხება სერვერების წაღებას ენმ-ს ოფისიდან, როგორც გომელაური ამბობს, შსს-ს განჩინების საფუძველზე შეუძლია მასალების ამოღება და ვალდებული არ არის ასეთ დროს საქმის კურსში ჩააყენოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. თუმცა, ვახტანგ გომელაური არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რა აინტერესებდა აღნიშნული სერვერებიდან შსს-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი