კოლომოისკის აშშ-ში შესვლა ეკრძალება - ბლინკენმა უკრაინელ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა.  სანქციების თანახმად, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. მისივე თქმით, 2014-2015 წლებში კოლომოისკი მონაწილეობდა კორუფციულ ქმედებებში, რამაც შეარყია კანონის უზენაესობა და უკრაინის საზოგადოების რწმენა მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ. მათ შორის, მისი პირადი სარგებელი პოლიტიკური გავლენისა და ოფიციალური ძალაუფლების გამოყენება იყო.

დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

მინდა შეშფოთება გამოვთქვა კოლომოისკის მცდელობების გამო უკრაინის დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების შესუსტებაში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს ,-თქვა ბლინკენმა.

აშშ-ში შესვლა კოლომოისკის ოჯახის წევრებსაც ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ კოლომოისკის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წელს ფინანსური დანაშაულებისთვის დაიწყო. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი