ოკუპანტების ულტიმატუმი - რეჟიმი საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს და ტყვეებს არ ათავისუფლებს

გამოქვეყნდა:

კონკრეტული შეთანხმებისა და შედეგის გარეშე დასრულებული შეხვედრა. ერგნეთში, 6 საათიანი მოლაპარაკებებზე შეთანხმება ვერ შედგა. 

საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალური თბილისისგან  ჩორჩანა-წნელისთან განთავსებული საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს, ტყვეებს კი არ ათავისუფლებს. 

ერგნეთში 5 თვის შემდეგ განახლებული შეხვედრა აფეთქებების და სროლების ფონზე მიმდინარეობდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის მორიგი რაუნდი 23 აპრილს ჩაინიშნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი