დარღვევები თელავის მერიაში - აუდიტის ხმაურიანი დასკვნა 

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, თელავის მერიაზე გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. დოკუმენტში საუბარია 2018-2019 წლების პერიოდზე 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო ამ დრომდე არ დასრულებულა, ასი ათასი ლარი კი უკვე დახარჯულია.

ასევე ირკვევა, რომ თელავის მერია 26 სოფელს ტექნიკური წყლით ამარაგებს. ვინაიდან წყლის გაფილტვრა, დაქლორვა არ ხდება, ამ დრომდე გაუწმენდავია წყლის სათავე ნაგებობები. 

აუდიტის დასკვნა საწვავის ხარჯებსაც ეხება. დგინდება, რომ  მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების
კუთვნილ ავტომანქანებში, რომლებსაც ე.წ. "ჩიპი" არ აკონტროლებს, 70 ლიტრიან ავზში, 110 ლიტრი საწვავიც კი "ჩადის". ასეთი სულ 61 ფაქტია გამოვლენილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ყველაფრით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი