საიდუმლო მითითება შს მინისტრს. თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს ურჩევს არ იყოს ზედმეტად თავმდაბალი და კრიმინალური ფაქტების სიმძიმეში სხვა უწყებებიც დაადანაშულოს.
"მთვარი არხის" კამერამ დღეს იუსტიციის ყოფილი და შს მოქმედი მინისტრის sms მიმოწერა გადაიღო.
სხდომათა დარბაზში კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ დაბრუნებული წულუკიანი, ყოფილ კოლეგას დაბეჯითებით ურჩებს პრობლემებზე პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროსაც დააკისროს.
წულუკიანის ტონიც და გზავნილის შინაარსიც ადასტურებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც თავს უფლებას აძლევს მინისტრებს ურჩიოს როგორ მოიქცნენ და სხვა კოლეგებზე თავდასხმისკენაც უბიძგოს.
დღის ბოლოს დეპუტატმა წულუკიანმა sms მიმოწერის არსებობის უარყოფა ვერ შეძლო, მაგრამ არ აღიარებს, რომ ეს იყო პირდაპირი დირექტივა ვახტანგ გომელაურის მისამართით.
ქვეყნის პირველი პოლიციელის ვიზიტი ერთპარტიულ პარლამენტში 5 საათი გაგრძელდა. დეპუტატები მაქსიმალურად ცდილობდნენ გომელაურისთვის სხდომათა დარბაზში კომფორტული გარემო შეექმნათ.
არ დასმულა შეკითხვა ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილ შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებაზე.
სად არის ბადრი ესებუა? კითხვას, რომელიც 5 თვეა საზოგადოებას აწუხებს, შს მინისტრმა პასუხი დღესაც ვერ გასცა.